ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: საქართველოს "მაიმუნის ყვავილის" დაავადებაზე კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული

"მაიმუნის ყვავილთან" გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით - საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება "მაიმუნის ყვავილის" გავრცელებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"მაიმუნის ყვავილი" არ არის ახალი დაავადება, მაგრამ მისი მიმდინარეობა გამონაკლისია და იშვიათი სიმპტომატიკით და გავრცელებით ხასიათდება.

"მაიმუნის ყვავილთან" გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ჯერჯერობით. საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, რომ გააძლიერონ დაკვირვება ამ დაავადების გავრცელებაზე“, - განაცხადა დომენტემ.

ცნობისთვის, დაავადების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში 7 მაისს დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის.


 ასევე წაიკითხეთ: